Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ველისციხეს კვლავ საფრთხე ემუქრება


ველისციხის ერთ-ერთი უბნის, ხევისუბნის დატბორვის საფრთხე კვლავ არსებობს. ჭერემის წყალსაცავზე გუშინ წყლის გამშვები სათადარიგო მილი ააფეთქეს და ორი ახალი საქაჩი კონსტრუქციაც დაამონტაჟეს, რასაც წყლის დონე უნდა დაეწია და საფრთხე მოეხსნა. თუმცა, იმის გამო, რომ წუხელ მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, წყლის დონის დაწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. საგანგებო შტაბი ადგილზე მუშაობას აგრძელებს. მობილიზებულია შსს-ს სპეცრაზმი, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

XS
SM
MD
LG