Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა რუსეთის სამხედრო ფლოტს ყირიმში ყოფნის ვადა გაუგრძელა


უკრაინის პარლამენტმა განხილვის გარეშე, 236 ხმით მხარი დაუჭირა რატიფიკაციას შეთანხმებისა, რომლის თანახმად, ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დისლოცირების ვადა 2017 წლიდან კიდევ 25 წლით გაგრძელდება. დოკუმენტის რატიფიკაციამდე პარლამენტის დარბაზში ოპოზიციის და ”რეგიონების პარტიის” დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რადის სპიკერს ვლადიმირ ლიტვინს კი, კვერცხები დაუშინეს. უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერებისა და სამართალდამცავების შეტაკება მოხდა. ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის მოწინააღმდეგეებმა რადის შენობაში შეღწევა სცადეს, რასაც სამართალდამცავებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. უკრაინული სააგენტოების ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის რამდენიმე ათასი მხარდამჭერის გარდა, პრეზიდენტ იანუკოვიჩის 5 ათასამდე მომხრეც შეიკრიბა
XS
SM
MD
LG