Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი აცხადებს, რომ ქართველმა სამხედროებმა სოფელ ორჭოსანში სახლები დაცხრილეს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა რუსი მესაზღვრეების ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დღეს ქართველმა სამხედროებმა, რომლებიც Land Rover-ის მარკის ავტომობილით მოძრაობდნენ, ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან საზღვარი დაარღვიეს და ადგილობრივ მცხოვრებთა სახლები დაცხრილეს. დე ფაქტო უშიშროების სამსახური არ გამორიცხავს, რომ ინციდენტი მიზნად სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავდა. ოკუპირებული ცხინვალიდან გავრცელებული ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ. მან სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებულ სოფელ ორჭოსანში ქართველი პოლიციელები, სამხედროები და ევროკავშირის მეთვალყურეები ვერ შედიან.
XS
SM
MD
LG