გადაუღებელი წვიმების გამო კახეთს კვლავ პრობლემები შეექმნა - ისევ ადიდდა მდინარეები. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მოსახლეობაა. აქ სანიაღვრე არხები ადიდდა და დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. რთული ვითარებაა ასევე საბუეში და შილდაში, სადაც დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ფართობები და ვენახები.
ყველაზე პოპულარული
1