Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს პაკისტანელ მამაკაცს ბომბეის თავდასხმებთან დაკავშირებით


სასამართლომ ინდოეთში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა პაკისტანელ მამაკაცს, მოჰამად აჯმალ კასაბს, რომელიც დამნაშავედ სცნეს ბომბეიში 2008 წლის ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობის გამო. თავდასხმების შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მოჰამად აჯმალ კასაბი ერთადერთი თავდამსხმელია, რომელიც ცოცხალი შეიპყრეს მას შემდეგ, რაც ათ შეიარაღებულ პირს სამი დღე ალყა ჰქონდა შემორტყმული რამდენიმე შენობისთვის ბომბეიში. ამ შენობებს შორის ორი ფეშენებელური სასტუმრო იყო. განაჩენის გამოტანამდე, სასამართლომ კასაბი დამნაშავედ სცნო ბრალდების 80-ზე მეტი მუხლით, მათ შორის მკვლელობის და ინდოეთის წინააღმდეგ ომის წარმოების ბრალდებების საფუძველზე. განაჩენი, სისრულეში მოყვანამდე, რაც ინდოეთში ჩამოხრჩობით ხდება, უზენაესმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG