Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგებით, ოპოზიციონერი კონსერვატორები დამაჯერებელი უპირატესობით უსწრებდნენ პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც 13 წელია ხელისუფლების სათავეში დგას, და ლიბერალ-დემოკრატებს ნიკ კლეგის ხელმძღვანელობით. 44 მილიონამდე ამომრჩეველს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ბრიტანეთში პირველად ჩატარდა ტელედებატები, სამი წამყვანი პარტიის ლიდერთა მონაწილეობით. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 22 საათზე (ანუ თბილისის დროით ღამის 1 საათზე) დაიხურა. კენჭისყრა პარლამენტის ქვედა, 650-ადგილიანი პალატის შემადგენლობას გაარკვევს.
XS
SM
MD
LG