Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტი პირველი მოსმენით მიემხრო კანონპროექტს საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის შესახებ


საბერძნეთის პარლამენტი პირველი მოსმენით მიემხრო ზომებს, რომლებიც საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად შეკვეცას ითვალისწინებს. ეს ზომები აუცილებელია საიმისოდ, რომ საბერძნეთმა ევროკავშირისა და სავალუტო ფონდისაგან დახმარება მიიღოს. საქმე ეხება კრედიტების პაკეტს, რომელიც 110 მილიარდ ევროს მოიცავს. პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას მიემხრო 172 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 121. მასმედიის ინფორმაციით, კანონპროექტი მეორე მოსმენითაც უნდა დაამტკიცონ, რათა ის კანონი გახდეს. მეორე მოსმენაც დღეისთვის არის მოსალოდნელი. საბერძნეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ზომებით, რომლებიც გადასახადების გაზრდასა და ხელფასების, ისევე როგორც პენსიების შემცირებას ითვალისწინებს. დღეს ისევ ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან, დაგეგმილი ზომების წინაღამდეგ პროტესტის გამოსათქმელად. გუშინ არეულობამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ათენში.
XS
SM
MD
LG