Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი კოსტა-რიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვატიკანში ვიზიტის დასრულების შემდეგ კოსტა–რიკაში მიემგზავრება, სადაც ის მიწვეულია ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ლაურა ჩინჩილია მირანდას ინაუგურაციაზე. კოსტა-რიკაში პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდება სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ლიდერებს, რომლებიც ასევე მიწვეული არიან ინაუგურაციაზე. პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციები უკვე შეხვდნენ ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებს. ამ ქვეყნებს შორის არიან არგენტინა, ბრაზილია, კუბა, ეკვადორი, ბოლივია. მათ, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს მიმართ ინტერესი ეკონომიკური კუთხით გამოთქვეს.
XS
SM
MD
LG