Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ”ინტერპრენიუსს” აეროპორტში განუცხადეს, რომ ევროპის მიმართულებით არც ერთი რეისი არ გადადებულა. ევროპის ცაზე ვულკანური ფერფლის ღრუბელი გუშინ ისევ გამოჩნდა. შექმნილი ვითარების გამო, იტალიის მთავრობამ ქვეყნის სამხრეთით მდება ყველა აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, შოტლანდიაში კი მუშაობა შეწყვიტა 6-მა აეროპორტმა. აეროპორტები დაიხურა პორტუგალიასა და ესპანეთში. აეროპორტების დახურვა იგეგმება საფრანგეთსა და შვეიცარიაშიც. ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა 14 აპრილს, გამთენიისას დაიწყო. ვუკლანურმა ფერფლმა მაშინ ევროპის საჰარეო სივრცე მოიცვა, რამაც აეროპორტების დახურვა და ათასობით რეისის გადადება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG