Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში კოსოვოელი ალბანელების მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს


სერბიაში აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, სადაც 1998-1999 წლების კოსოვოს ომის დროს დახოცილი დაახლოებით 250 ეთნიკური ალბანელი იყო დამარხული. სერბიის ომის დანაშაულთა პროკურორის ინფორმაციით, სასაფლაო ქვეყნის სამხრეთში იპოვეს. კოსოვოში სერბ ძალებს და ალბანელ მეამბოხეებს შორის კონფლიქტი 1999 წელს დასრულდა - როდესაც ნატოს მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ იქიდან სერბი შეიარაღებული ძალები განდევნა. 2001 წელს სამ სხვადასხვა ადგილას 830-ზე მეტი კოსოვოელი ალბანელის გვამებს მიაგნეს.
XS
SM
MD
LG