Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თურქეთის პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს


რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებაში მონაწილეობის შესახებ. პროექტი, რომელიც თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე აკუიუში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასა და მუშაობაში მონაწილეობას ითვალისწინებს, 20 მილიარდამდე ევროდ არის შეფასებული. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ანკარაში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტის დროს. საქმე ეხება ერთ-ერთს ენერგეტიკის სფეროში გარიგებებიდან, რომელთა გაფორმებაც თურქეთში მედვედევის ვიზიტის დროს იყო მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG