Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პროგრესზე საუბრობს


ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში პროგრესი შეინიშნება, - ამის შესახებ, ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა დღეს, ევროკომისიის ოფისში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შუალედური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აგვისტოს ომი და ფინანსური კრიზისი გადაიტანა, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება. ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად აფასებს და იმედოვნებს, რომ ის ნორმალურად ჩატარდება.
ამის შესახებ სემნებმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
XS
SM
MD
LG