Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პარლამენტმა ნაზარბაევს ”ერის ლიდერის” სტატუსი მიანიჭა


ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო კონსტიტუციური ცვლილება, რომლითაც - პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ”ერის ლიდერის” სტატუსი მიენიჭა. დღევანდელი გადაწყვეტილება ფორმალობად ჩაითვალა მას შემდეგ, რაც ცვლილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის ქვედა პალატამ. საკონსტიტუციო ცვლილებები ნაზარბაევს უფლებას აძლევს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თანამდებობას დატოვებს. გარდა ამისა, ნაზარბაევს სიცოცხლის ბოლომდე ენიჭება იმუნიტეტი. კრიტიკოსთა აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ნაზარბაევის პირად უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 69 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს 1991 წლიდან მართავს. მისი ამჟამინდელი პრეზიდენტობის ვადა 2012 წელს იწურება, თუმცა, 2007 წელს პარლამენტმა დაადგინა, რომ მას შეუძლია იმდენჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, რამდენჯერაც მოისურვებს.
XS
SM
MD
LG