Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პოეტი მუხრან მაჭავარიანი


დღეს საღამოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი. ის თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს ეწრებოდა,როცა სცენაზე შეუძლოდ გახდა და წაიქცა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მაჭავარიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, პოეტი გულის შეტევით ადგილზევე გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG