Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” 21 მაისს პოლიტპატიმართა დღედ გამოაცხადებს


საზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ინიციატივით, 21 მაისის ე.წ. პოლიტპატიმართა დღედ გამოცხადება იგეგმება. დღეს პარლამენტის შენობის წინ "უკანონო პატიმართა" მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციას "დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "ეროვნული საბჭო", "ალიანსი საქართველოსთვის" და "ლეიბორისტები" შეუერთდებიან. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი კამპანიის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა და აქციის დეტალებზე ისაუბრა. ბესელიას თქმით, აქცია პარლამენტის შენობის წინ 17:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც უზენაეს სასამართლომდე მანიფესტაცია მოეწყობა.
XS
SM
MD
LG