Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სამხრეთ კორეას მხარდაჭერას უცხადებს ჩაძირული ხომალდის საქმეში


ვაშინგტონი სამხრეთ კორეას „ერთმნიშვნელოვან“ მხარდაჭერას უცხადებს იმ ფონზე, როდესაც, გავრცელებული ბრალდების თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ მარტში ტორპედოთი ჩაძირა სამხრეთ კორეის ხომალდი, რასაც 46 მეზღვაური შეეწირა. თეთრი სახლის განცხადებით, სამხრეთ კორეის რეაქცია - ფხენიანთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტა და ჩრდილოეთ კორეის ხომალდების თავის წყლებში აღარ დაშვება - „გამართლებული და სავსებით ადეკვატურია.“ აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით აშშ-ს სამხედრო პოლიტიკის გადახედვის ბრძანება გასცა - მისი განცხადებით, აშშ სამხრეთ კორეას „სამომავლო აგრესიის აღკვეთაში“ დაეხმარება.
XS
SM
MD
LG