Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს შეფასებით, ავღანეთში უსაფრთხოება არ გაუმჯობესებულა


გაერო გამოთქვამს შეფასებას, რომ ავღანეთში უსაფრთხოება არ გაუმჯობესებულა და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 94 პროცენტით გაიზარდა გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქების რიცხვი. ამ ინფორმაციას მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოში გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნის ანგარიში, რომელიც ყოველ კვარტალში ერთხელ მზადდება. ის დღეს წარმოადგინა ქაბულში გაეროს მისიამ. ანგარიშში ნათქვამია აგრეთვე, რომ ავღანელი ოფიციალური პირების მკვლელობათა რიცხვი 45 პროცენტით გაიზარდა წლის პირველ ოთხ თვეში, გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
XS
SM
MD
LG