Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ელექტორატის აქტიურობა, ნაშუადღევის მონაცემებით, 41 პროცენტი იყო


პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ნაშუადღევის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ელექტორატის 41 პროცენტს. საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, 20 საათზე (საქართველოს დროით, 22 საათზე) დაიხურება. არჩევნებმა უნდა გაარკვიოს, ვინ შეცვლის წელს, 10 აპრილს, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის. კაჩინსკისთან ერთად მისი მეუღლე და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის ასამდე წარმომადგენელი დაიღუპნენ. არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალურ კანდიდატებად ითვლებიან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბრონისლავ კომოროვსკი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ლიდერობს, და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი. ის დაღუპული პრეზიდენტის ტყუპის ცალი ძმაა. მათ გარდა, არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობს. თუ დღეს არც ერთ კანდიდატს არ ერგო ხმების, სულ ცოტა, 50 პროცენტი, 4 ივლისს გაიმართება არჩევნების მეორე ტური ორი ყველაზე წარმატებული კანდიდატის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG