ბრიტანეთის განცხადებით, ავღანეთსა და პაკისტანში მისი საგანგებო წარმომადგენელი, შერარდ კაუპერ-კოულსი „ხანგრძლივ შვებულებას“ იღებს. ამ განცხადების ფონია ინფორმაცია, რომ დიპლომატი არ დაეთანხმა შეერთებული შტატებისა და ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებს, თალიბანის ამბოხების წინააღმდეგ მოქმედების საკითხში. ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, კაუპერ-კოულსი, რომელიც შარშან დაინიშნა ავღანეთსა და პაკისტანში საგანგებო წარმომადგენლად, შემოდგომამდე დარჩება შვებულებაში. საგარეო უწყებას არ უთქვამს, რა არის კონფლიქტის მოცემულ ეტაპზე შვებულების აღების მიზეზი.
ავღანეთსა და პაკისტანში ბრიტანეთის საგანგებო წარმომადგენელი „ხანგრძლივ შვებულებას“ იღებს
ყველაზე პოპულარული
1