Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო „თბილავიამშენის“ მფლობელი ხდება


შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო "თბილავიამშენი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში გადადის. ყოფილი თბილისის საავიაციო ქარხანა, რომელიც თბილისში მეორე მსოფლი ომის წლებში ამოქმედდა, 30-წელიწადზე მეტია უშვებს სუ-25 ტიპის მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავებს და მასში დაახლოებით 2000 ადამიანია დასაქმებულია. საავიაციო საწარმოს ინფორმაციით, "თბილავიამშენში" გენერალურ დირექტორად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე დაინიშნება, რომელიც ამ პოსტზე ყოფილ დირექტორ პანტიკო თორდიას შეცვლის. თუ რით არის განპირობებული „თბილავიამშენის“ შეყვანა სამხედრო უწყების დაქვემდებარებაში და ამ საკითხზე ხვალ, თავდაცვის უწყებაში ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
XS
SM
MD
LG