Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა


სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა „შავი კონტინენტის“ ბოლო გუნდი - განის ნაკრები, რომელმაც მერვედფინალში დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა ურუგვაის ეროვნულ გუნდთან. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო დამთავრდა ფრედ - 1:1. პენალტების სერია უფრო ზუსტად შეასრულეს სამხრეთამერიკელებმა (4:2), რომლებიც ნახევარფინალში ჰოლანდიელებს შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ მატჩის 120-ე წუთზე განელმა ასამოა გიანმა ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი დარტყმა - მისი დარტყმული ბურთი კარის ზედა ძელს მოხვდა. შაბათს გაიმართება დარჩენილი ორი მეოთხედფინალური მატჩი: გერმანია - არგენტინა და ესპანეთი - პარაგვაი.
XS
SM
MD
LG