Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი გაიყვანს ჯარს სამხრეთი ავღანეთის მნიშვნელოვანი ზონებიდან


დასავლეთის მედიის ცნობით, ბრიტანელი სამხედროები სამხრეთი ავღანეთის მნიშვნელოვან ზონებს დატოვებენ და უფლებამოსილებას აშშ-ის სარდლობას გადააბარებენ. მოელიან, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ლაიამ ფოქსი დღეს პარლამენტს განუცხადებს, რომ ბრიტანელები წლის ბოლომდე დატოვებენ ჰელმანდის პროვინციის სანგინის რაიონს. ეს ადგილი ბრიტანელებისთვის ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა - 2001 წლიდან იქ 99 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ბრიტანეთს ავღანეთში 10 ათასი სამხედრო ჰყავს. მათი უმრავლესობა ჰელმანდის პროვინციაშია. გასულ თვეში ჰელმანდში საერთაშორისო ძალების სარდლობა ბრიტანეთმა ამერიკელ გენერალს გადააბარა.
XS
SM
MD
LG