Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-ი ყირგიზეთში ძალადობის აქტების გამოძიებას აპირებს


ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აპირებს ყირგიზეთში ძალადობის მასობრივი აქტების საერთაშორისო გამოძიებას. ივნისში, ქვეყნის სამხრეთ ოლქებში ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 300-მდე ადამიანი დაიღუპა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, 2 ათასს აღწევდეს. Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გამოძიება კონფლიქტის პერიოდში შეიარაღებული ძალების მოქმედებასაც შეეხება.
XS
SM
MD
LG