Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანელ ბიზნესმენთა ჯგუფი აცხადებს, რომ სურს იქირაოს რვაფეხა პოლი


ესპანელ ბიზნესმენთა ჯგუფი აცხადებს, რომ სურს იქირაოს რვაფეხა პოლი, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდება. ბიზნესმენებმა 30 ათასი ევრო შეაგროვეს, რათა პოლი თილისმად ითხოვონ თავიანთი ქალაქის ყოველწლიური ფეტივალისთვის, რომელზეც კალმარები იჭმევა. ბიზნესმენები ირწმუნებიან, რომ არ აპირებენ პოლის შეჭმას, რომელიც გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენის ზღვის ცხოველთა აკვარიუმის მკვიდრია. მან სახელი გაითქვა იმით, რომ სწორად იწინასწარმეტყველა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებული გუნდები.
XS
SM
MD
LG