Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრიტიშ პეტროლიუმმა“ დაიწყო ახალი მცდელობა, შეამციროს ნავთობის გაჟონვა მექსიკის ყურეში


კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ დაიწყო ახალი მცდელობა, შეამციროს ნავთობის გაჟონვა მექსიკის ყურეში მდებარე ავარიული ჭაბურღილიდან. როგორც იტყობინებიან, სარქველს, რომელიც ადრე მოათავსეს ჭაბურღილზე, შეცვლის ახალი, უფრო ჰერმეტული ხუფი, რომლითაც შესაძლებელი გახდება ტანკერებში მეტი ნავთობი გადაიქაჩოს. სამუშაოები რობოტების მეშვეობით მიმდინარეობს ერთნახევარი კილომეტრის სიღრმეზე. ნავთობის გაჟონვის სრულად შეჩერება ვერ ხერხდება მას მერე, რაც ავარია მოხდა 22 აპრილს. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა „ბრიტიშ პეტროლიუმი“ ავარიის შედეგების აღმოფხვრის საქმეში, მისი აზრით, არასაკმარისი აქტიურობისთვის.
XS
SM
MD
LG