Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა


თბილისს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადასლავ სიკორსკი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს 13 ივლისს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში სიკორსკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესა და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გაიმართოს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ზუსტი დეტალები ცნობილი დღეს გახდება.

XS
SM
MD
LG