Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადოსლავ შიკორსკი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩებთან შეხვედრით დაიწყო და შემდეგ პირისპირ ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. მასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე შიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭრს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირთან. მისივე თქმით, საქართველოს სპერატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას პოლონეთი არასდროს აღიარებს. შიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, პოლონეთში პრეზიდენტის შეცვლა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და საქართველოსადმი დამოკიდებულებას არ შეცვლის. ამავე პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით, პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პარტნიორია. დღესვე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქრისტიან-დემოკრატების და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებს გიორგი თარგამაძეს და ირაკლი ალასანიას შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ რადოსლავ შიკორსკი გაემგზავრება ბათუმში, სადაც მას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
XS
SM
MD
LG