Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა უგანდაში მომხდარ აფეთქებებს სასტიკად გმობს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მკაცრად აკრიტიკებს უგანდაში მომხდარი ტერორისტული აქტების ორგანოზატორებს. აფეთქებები 11 ივლისის ღამეს ორ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთის გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩს ადევნებნდნენ თვალს-ყურს. ობამას განცხადებით, რომელიც მან სამხრეთ აფრიკის სატელევიზიო კორპორაციის ეთერში გააკეთა, ისეთი ტერორისტული დაჯგუფებები, როგორიც ალ-შაბააბი და ალ-ყაიდა არიან, არანაირ პატივს არ სცემენ არც აფრიკელ ხალხსა და არც აფრიკულ სიცოცხელს. ობამას თქმით, ისინი აფრიკას უყურებენ, როგორც ადგილს, სადაც საკუთარი მოკლევადიანი ტაქტიკური სვლებითა და იდეოლოგიური მიზნების განსახორციელებლად, შესაძლოა დახოცონ უდანაშაულო ადამიანები.

XS
SM
MD
LG