Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აშშ-ს მოუწოდებს პარტნიორობა ნებისმიერ გარემოებაში შეინარჩუნოს


უკრაინა აშშ-ს მოუწოდებს, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერ გარემოებაში შეინარჩუნოს. საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველმა ანდრეი ფიალკომ ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობაზე საუბარია აშშ-ის პრეზიდენტისადმი უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაში. კერძოდ, ვიქტორ იანუკოვიჩი აღნიშნავს, რომ კიევმა და ვაშინგტონმა ურთიერთობის მაღალი დონე ნებისმიერ გეოპოლიტიკურ და შიდაპოლიტიკურ ვითარებაში უნდა შეინარჩუნონ. ბოლო ხანს, არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსი გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ პრეზიდენტად იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის სწრაფი ტემპით დაახლოება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG