ევროპის კავშირი მიესალმა ირანის განცხადებას, რომ სურს გააგრძელოს დიალოგი მისი სადავო ბირთვული პროგრამის გარშემო. ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა, კეტრინ ეშტონმა უპასუხა ბირთულ სფეროში ირანის წარმომადგენლის, საიდ ჯალალის 6 ივნისის წერილს, რომელშიც ის ბრიუსელს სთავაზობს მოლაპარაკების დაწყებას სექტემბრისთვის. ეშტონის თქმით, „მოლაპარაკების მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა, ისევე როგორც სხვა საკითხები უნდა იყოს“.
ყველაზე პოპულარული
1