Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი მიესალმება კოსოვოს სტატუსის შესახებ სასამართლოს დასკვნას


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი მიესალმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას კოსოვოს სტატუსის საკითხზე. საგანგებო განცხადებაში ეშტონი აღნიშნავს: "ევროკავშირი მიესალმება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დასკვნის გამოქვეყნებას. ჩვენ მას დიდი ყურადღებით შევისწავლით. ეს დასკვნა ახალი ეტაპის დასაბამია. ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს მომავალზე. სერბიის მომავალი ევროკავშირშია. კოსოვოს მომავალიც ევროკავშირშია. ეს შესაბამისობაშია რეგიონის ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის საბჭოს დასკვნებთან. კეთილმეზობლური ურთიერთობები, რეგიონული თანამშრომლობა და დიალოგი არის ის, რასაც ევროკავშირი ეფუძნება. ამდენად, ევროკავშირი მზად არის, ხელი შეუწყოს დიალოგის პროცესს პრიშტინასა და ბელგრადს შორის. დიალოგი საჭიროა თანამშრომლობის ხელშეწყობის, ევროპისკენ მიმავალ გზაზე პროგრესის მისაღწევად და ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თავისთავად დიალოგის პროცესი იქნებოდა რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმაპირობებელი ფაქტორი."
XS
SM
MD
LG