Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ხელისუფლება მიესალმება ევროკავშირისა და კანადის გადაწყვეტილებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას ევროკავშირისა და კანადის მიერ ირანის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. მასში ნათქვამია: ”შეერთებული შტატები მიესალმება მისი პარტნიორების - ევროკავშირისა და კანადის ძლიერ ნაბიჯებს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1929 რეზოლუციის შესრულებისთვის გადაიდგა. უშიშროების საბჭოს მანდატის კვალდაკვალ ირანის საფინანსო, სადაზღვევო, სატრანსპორტო, სავაჭრო და ენერგეტიკის სექტორის, აგრეთვე ირანის რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ წესდება დამატებითი სანქციები, რითაც მნიშვნელოვნად იზრდება ირანის იზოლაცია. ეს ნაბიჯები წარმოაჩენს ევროკავშირისა და კანადის ხელისუფლებათა სიმტკიცეს აიძულონ ირანი იყოს ანგარიშვალდებული საერთაშორისო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო და აწესებენ მაღალ სტანდარტს სანქციების გლობალურად განხორციელებისთვის. ახალი ზომები მოიცავს მნიშვნელოვან აკრძალვებს, რომელიც ზღუდავს ირანს გამოიყენოს თავისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკის სფეროს შემოსავლები ბირთვული პროგრამისა და სარაკეტო პროგრამების მხარდასაჭერად. ეს მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები კანადისა და ევროპის კომერციულ და საბანკო სისტემებთან ირანის მისაწვდომობაში მომავალში დაიცავს საერთაშორისო საფინანსო სისტემას ირანის მხრიდან დარღვევებისგან. ეს ზომები აშშ-ის მიერ დაწესებულ ადრინდელ და ახალ სანქციებთან ერთად ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მზარდ შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამისა და ირანის მიერ საერთაშორისო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ სანქციების ეფექტს - კომპანიები მთელ მსოფლიოში უარს ამბობენ ირანთან საქმის წარმოებაზე, რადგან არ სურთ ჩართული აღმოჩნდნენ ირანის ბირთვულ პროგრამასა და სხვა უკანონო საქმიანობაში. შეერთებული შტატები მომავალშიც განარგძობს მუშაობას ევროკავშირსა და კანადასთან, აგრეთვე სხვა პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად ირანზე დამატებითი ზეწოლის განსახორციელებლად იმისათვის, რომ არსებული სანქციები მკაცრად შესრულდეს. ირანის ლიდერების მიმართ გზავნილი არის მკაფიო: ან ვალდებულებები შეასრულეთ, ან დადგებით მზარდი იზოლაციის წინაშე” - აღნიშნულია კლინტონისა და გაიტნერის ერთობლივ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG