Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკი პაკისტანს 1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს


მსოფლიო ბანკმა ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება წყალდიდობით დაზარალებულ პაკისტანს დახმარება გაუზარდოს, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ განცხადება ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტისა და პაკისტანის ფინანსთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, წყალდიდობით მიყენებული ზარალის რაოდენობა 43 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. დაზარალდა 17 ათასზე მეტი და დაიღუპა 1600 ადამიანი.

XS
SM
MD
LG