Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელები არ განაახლებენ მოლაპარაკებას, თუ ისრაელი არ შეწყვეტს დასახლებების მშენებლობას მათ ტერიტორიაზე


პალესტინელთა მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა დღეს მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოთხოვნას, დაუკავშირდეს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელის მხრიდან დასახლებების მშენებლობას. ეს განცხადება გამოქვეყნდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის და აბასის ფათაჰის მოძრაობის შეხვედრის შემდეგ. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული იქნება არაბული ლიგის სამიტზე, ლიბიაში, მომავალ შაბათკვირას. დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩიხში აშშ-ის მცდელობა, გაგრძელდეს ისრაელის და პალესტინელთა მოლაპარაკება. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ, რომელიც მტკიცედ დგას და არ აპირებს დასახლელების მშენებლობის მორატორიუმის გაგრძელებას, განაცხადა, რომ მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ მოლაპარაკებით და მოუწოდა პალესტინელებს, განაგრძონ მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG