Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკურ დანაშაულზე რამდენიმე ათეული მეწარმე დააკავეს


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან ქალებიც. დაკავებულია 71 ინდმეწარმე. დაკავებულები, ძირითადად, სავაჭრო ცენტრების - "კიდობანისა" და "პასაჟის" მოვაჭრეები არიან. როგორც სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები აცხადებენ, დაკავება დღეს დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს ყალბი მონაცემები შეჰქონდათ საბაჟო-სატვირთო დეკლარაციებში, რითაც სახელმწიფოს უმალავდნენ დიდი ოდენობით საბაჟო და საგადასახადო გადასახდელებს, ქმნიდნენ მცდარ წარმოდგენებს საქონლის წარმოშობასა და ღირებულებაზე.

სავაჭრო ცენტრების "კიდობანის" და "პასაჟის" ინდმეწარმეები დანაშაულს არ აღიარებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების - ნუგზარ ხუციშვილის და ინგა გათენაძის ადვოკატმა მიხეილ ღონღაძემ განუცხადა. დაკავებულების აცხადებენ, რომ შპს "ტრანსის" მიერ წარდგენილ დოკუმენტებს ხელი ისე მოაწერეს არც წაუკითხავთ. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სასამართლოსათვის შესაბამისი შუამდგომლობით ჯერ არ მიუმართავს.
XS
SM
MD
LG