Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას საქართველო ჯერჯერობით მხარს არ უჭერს


პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, კვლავ განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ამ ორგანიზაციის წესებს დაიცავს და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საბაჟო კონტროლის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში გილაურმა განაცხადა, რომ ოკუპაციის გამო, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საბაჟო პუნქტები გამჭვირვალე არ არის.
XS
SM
MD
LG