რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 50-ზე მეტი საჩივარი შევიდა ხმის მიცემის პროცესში გამოვლენილი დარღევების თაობაზე. პარტია „იაბლოკოს“ წევრები ჩელიაბინსკის ოქლში ამომრჩევლის მოსყიდვაზე და სახლში ხმის მასობრივად მიცემის შესახებ იუწყებიან. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა არჩევნები - ხმის მიცემის ერთიანი დღე რუსეთის ფედერაციის 77 სუბიექტში გაიმართა. წინასწარი შედეგებით არჩევნებში ლიდერობს მმართველი „ედინაია როსსია“ და „სპრავედლივაია როსსია“. დაღესტნის სოფელ ხაჯალმახში კი ხმის მიცემის დროს მომხდარი მასობრივი ჩხუბის შედეგად, ამავე დასახლებული პუნქტის ხელმძღვანელი აბდულმუსლიმ ნურმაგომედოვი მოკლეს.
ყველაზე პოპულარული
1