Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ლიბანში ჩავიდა, ამ ქვეყანაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ლიბანში ჩავიდა, ამ ქვეყანაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით. აჰმადინეჟადს ათიათასობით მომხრე ეგებებოდა ბეირუთის ქუჩებში, სადაც მისი ავტოკოლონისთვის განკუთვნილი გზა ირანის დროშებით იყო შემკული. დღეს ირანის პრეზიდენტი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, მიშელ სულეიმანს შეხვდა. აჰმადინეჟადის თქმით, ირანის ესწრაფვის მოკავშირეობას მთელ ლიბანელ ხალხთან, და არა მხოლოდ შიიტთა თემთან. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყანა ერთად არის, როგორც მან თქვა, „სიონისტური აგრესიის“ წინააღმდეგ. მოსალოდნელია აჰმადინეჟადის საჯარო გამოსვლა, რომელზეც, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება. აჰმადინეჟადი აპირებს ჩავიდეს სამხრეთ ლიბანში, რომელსაც შიიტების გასამხედროებულ მოძრაობა ჰიზბალაჰი აკონტროლებს. აჰმადინეჟადის ვიზიტს აკრიტიკებს ლიბანის პრო-დასავლური საპარლამენტო უმრავლესობა, ისევე როგორც - შეერთებული შტატები და ისრაელი.
XS
SM
MD
LG