Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში დაასრულეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბის გაყვანა ალპებში


შვეიცარიელმა ინჟინრებმა დაასრულეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის გათხრის სამუშაოები. ალპებში მდებარე გოტჰარდის გვირაბის სიგრძე 57 კილომეტრია. ის ამოკლებს გზას ევროპის ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს შორის და, იმავდროულად, ამცირებს ალპებში ტრანსპორტის ინტენსიურ მოძრაობას. სარკინიგზო გვირაბი 2017 წელს გაიხსნება. 7 მილიარდ ევროდ შეფასებული გვირაბის მშენებლობა 15 წლის წინ დაიწყო და მის პროცესში რვა მუშა დაიღუპა. გვირაბის გაყვანის დასრულება დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა შვეიცარიის ტელევიზიამ.
XS
SM
MD
LG