Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურუზმაგ ქარქუსოვი თავისი გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე ალაპარაკდა


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი თანამდებობიდან თავის გათავისუფლებას პოლიტიკურ პარტიაში მოღვაწეობას უკავშირებს. საუბარი ეხება პარტიას “დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება“ (ჩვენები)”, რომლის რიგებშიც, ქარქუსოვის თქმით, მოკლე ხანში 200 ათასი ადამიანი გაწევრიანდა. სპეციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, ქარქუსოვი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანს, მათ შორის მინისტრის მოადგილესაც, უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და არ უნდა ეშინოდეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან სხვა მეთოდებით მოახდენენ მასზე ზეწოლას. ურუზმაგ ქარქუსოვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში მიიღო პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
XS
SM
MD
LG