მრავალმხრივი თანხმობის მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავაც უცნობია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების დრო და ადგილი. მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე პროცესის დაწყების მსურველებს თავისთან ეპატიჟება, ოპოზიცია კონკრეტული შეთავაზების მოლოდინში რჩება. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს არაერთხელ მიუთითა. ასეთი აუცილებლობა ასახულია იმ რეზოლუციაშიც, რომელიც 28 ოქტომბერს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესმა დაამტკიცა.
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დასკვნაში ნათქვამია, რომ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა წარმოაჩინა საქართველოს აშკარა წინსვლა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით და რომ არჩევნები ძირითადად მშვიდ და გამჭვირვალე ვითარებაში წარიმართა.
თუმცა მიღწევათა ჩამონათვალს იქვე ახლავს ნაკლოვანებათა ნუსხაც, როგორც ეს არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა არაერთ საერთაშორისო შეფასებაში შეგვხვედრია. ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის მეთვალყურეებმა მიუთითეს "ზეწოლისა და დაშინების ტაქტიკის გამოყენების შესახებ მიღებულ ინფორმაციასა” თუ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე. ხარვეზების არსებობა ასევე აღმოჩენილია ”საკანონმდებლო ბაზასა და გასაჩივრების პროცედურაში”.
თითქმის არავინ დაობს, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო დასახვეწია და, რომ მომდევნო არჩევნებს ქვეყანა გაცილებით მომზადებული უნდა შეხვდეს. მოდით, აქვე გავიხსენოთ, თუ რა რეკომენდაცია მისცა საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 6 ოქტომბერს, როცა ის ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელ სხდომაზე გამოდიოდა:
”საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნებმა 2013 წელს უნდა დაგვანახვოს, რომ ქვეყნის დემოკრატია არა მხოლოდ შეესაბამება, არამედ აღემატება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს ხალხისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის”.
მართალია, დაახლოებით ორი წელიწადი აშორებს, ჰილარი კლინტონის თქმით, საქართველოში ჩასატარებელ პირველ მასშტაბურ არჩევნებს, მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, მზადება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს.
როდის და სად უნდა დაიწყოს ეს პროცესი?
28 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას თუ მოვუსმენთ, აშკარაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოსურნე ყველა პოლიტიკურ ძალას თავისთან, პარლამენტში, ეპატიჟება:
”მზად ვარ, შევხვდე ყველა იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც გახსნილად, წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე, კომპრომისის მზადყოფნით მობრძანდება პარლამენტში. ჩვენი მხრიდან ასეთი გახსნილობა და კომპრომისისთვის მზადყოფნა არსებობს და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ასეთივე შეხედულება აქვს, ჩვენ მივესალმებით და მზად ვართ, მათთან ერთად ვიმუშაოთ”.
ეს კომენტარი დავით ბაქრაძემ 28 ოქტომბერს - უმცირესობის საგანგებო თათბირის შემდეგ - გააკეთა. ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მას და პრეზიდენტს 12 ოქტომბერს 8 პოლიტიკურმა პარტიამ კონკრეტული წინადადებებით მიმართა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესის ”დაუყოვნებლივ” დაწყებისკენ მოუწოდა.
ამ მიმართვაზე ხელმომწერებს შორის არის პარტია „ახალი მემარჯვენეებიც“, რომლის წარმომადგენელი, მამუკა კაციტაძე, ჩვენთან საუბარში მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოხატულ მზადყოფნას, თუმცა მოლაპარაკებების ადგილად ის პარლამენტის შენობას არ განიხილავს:
”უმჯობესი იქნება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პროცესში ჩაერთვებიან როგორც მოდერატორები და შუამავლები, დავეკითხოთ მათაც - სად აჯობებს აღნიშნული ფორმატის წარმართვა. მათ აქვთ პრაქტიკა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ... დავეკითხოთ, სად უფრო კომფორტული იქნება მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზება - იქ, სადაც, ვთქვათ, ერთი მხარის სამყოფელია თუ ნეიტრალურ ადგილას?”
მემარჯვენე მამუკა კაციტაძე იმედოვნებს, რომ ამ მხრივ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და მოლაპარაკებების ადგილი ერთობლივი ძალებით უნდა შეთანხმდეს. თუმცა 28 ოქტომბერს, უმცირესობის საგანგებო თათბირის შემდეგაც არაერთხელ ითქვა, რომ საარჩევნო კოდექსის განახლების პროცესი სწორედ პარლამენტში იწყება და, რომ კარი ღია რჩება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის. საუბარია სწორედ იმ საგანგებო თათბირზე, რომელსაც დავით ბაქრაძის კომენტარი მოჰყვა.
უშუალოდ პარლამენტის შენობაში გაგრძელდება თუ არა შეხვედრები, ჯერჯერობით არ იცის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ, რომელიც 28 ოქტომბერს პარლამენტში უმცირესობის საგანგებო შეხვედრას ესწრებოდა. საპარლამენტო პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მოლაპარაკებების ადგილს მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა ჩვენთან საუბრისას ქარდავა არაერთხელ ახსენებს პარლამენტის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას:
”მნიშვნელობა არ აქვს გეოგრაფიას, თუ სად გადაწყდება საქართველოში სამართლიანი არჩევნების უზრუნველმყოფი კოდექსის შემუშავება. მაგრამ პოლიტიკური დატვირთვა, ანუ პარლამენტის გარეშე ეს საკითხი რომ ვერ გადაწყდება, ფაქტია... თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც კანონს პარლამენტის გარეშე იღებენ...”
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალმა პარტიებმა ხუთშაბათს საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დაჩქარება მოითხოვეს. მათ შორის არის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რომელიც ასევე მონაწილეობდა 8 პარტიის ერთობლივ მუშაობაში. პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ პროცესის დაჩქარებასთან მიმართებით ის ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს ”ვერც რვა პარტიის ფორმატში მოთანამშრომლე პარტიების მიდგომებსა და ვერც საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში მოთანამშრომლე პარტიებს შორის”.
ასეა თუ ისე, ჯერჯერობით კვლავაც ბუნდოვანია, როდის და სად დაიწყება და დაიწყება თუ არა, საერთოდ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ფართო სპექტრის წარმომადგენლების მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ოპოზიციისთვის ხელისუფლების მიერ გამოხატული მზაობა ჯერჯერობით მხოლოდ ზოგად სახეს ატარებს. ოპოზიცია უფრო კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.