საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური კომენტარით გამოეხმაურა. სამინისტროს განცხადებით, ”სააკაშვილის რეჟიმი ანტირუსულ ნიადაგზე ქრონიკული ჯაშუშომანიითაა დაავადებული”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა მსგავსი სკანდალების ფაბრიკაციით მიეღო შიდა, ან საგარეო პოლიტიკური დივიდენდები. სამინისტროს კომენტარის თანახმად, ამჟამინდელი პროვოკაცია შემთხვევითი არ არის და ნატოსა და ეუთოს მოახლოებულ სამიტებს უკავშირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ახალ პროვოკაციას მისი ორგანიზატორებისთვის სასურველი ეფექტი არ ექნება.
ყველაზე პოპულარული
1