Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია


საავადმყოფოში გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია, რომელმაც ოქტომბის ბოლოს თვითმკვლელობა თავის დაწვით სცადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან. დამწვრობის ცენტრიდან საინფორმაციო სააგენტოებს აცნობეს, რომ ნანა ფიფია, რომელსაც სხეულის 30% დაეწვა, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების უკმარისობით გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა.
XS
SM
MD
LG