Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ”ობამა ნატოში გაწევრიანებაში დაგვეხმარება”


19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან მას შემდეგ, რაც თითქმის ორი წლის წინ ობამა ამერიკის პრეზიდენტად იქნა არჩეული. ორი პრეზიდენტი ერთმანეთს ნატოს ლისაბონის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. „ობამასთან საუბარში მე მხარი დავუჭირე ნატო-რუსეთის დაახლოებას“, რადგან „ეს უფრო ცივილიზებულს გახდის რუსეთს მეზობლების მიმართ“, - განაცხადა „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ობამა მხარს დაუჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. თეთრი სახლის განცხადებით, ბარაკ ობამამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთში მიმდინარე ნატოს უსაფრთხოების მისიაში შეტანილი „დიდი წვლილისა“ და გაღებული „მსხვერპლისათვის“.
XS
SM
MD
LG