Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯულიან ასანჟი ლონდონის სასამართლოში გამოცხადდა


”ვიკილიკსის” დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს ლონდონის სასამართლოში გამოცხადდა - პირველად მას შემდეგ, რაც ის 16 დეკემბერს თავდებით გაათავისუფლეს. სექსუალური ძალადობის ბრალდების საფუძველზე შვედეთი მის ექსტრადიციას მოითხოვს. 39 წლის ასანჟი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, ბრალდებას უარყოფს. ის და მისი მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ სამართლებრივი დევნის ნამდვილი მიზეზია ვაშინგტონის მწვავე უკმაყოფილება ”ვიკილიკსის” მიერ ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო შეტყობინებების გამოქვეყნებით. დღეს სასამართლოში, სავარაუდოდ, იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ასანჟის ექსტრადიციის პროცესი.
XS
SM
MD
LG