ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი დღეს აზერბაიჯანში ვიზიტს იწყებენ. მოლაპარაკებები შეეხება ”ნაბუქოს” გაზსადენის პროექტის აზერბაიჯანული გაზით უზრუნველყოფის საკითხს. პროექტი რუსეთის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის (მათ შორის - აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოდან) დასავლეთისკენ ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. მოგვიანებით ევროკომისიის მაღალჩინოსანთა დელეგაცია თურქმენეთში გაემგზავრება.
ყველაზე პოპულარული
1