Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვამ წარმოადგინა ეუთოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუდრონიუს აჟუბალისმა წარმოადგინა ლიტვის პრიორიტეტები, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) მორიგე თავმჯდომარეობისას. ლიტვა 1 იანვარს შეუდგა ეუთოს თავმჯდომარეობას და უკვე აღმოჩნდა რთული პრობლემის წინაშე ბელორუსიის გადაწყვეტილების გამო, დაეხურა მინსკში ეუთოს მისია. აჟუბალისმა ბელორუსიას მოუწოდა, გადასინჯოს ეს გადაწყვეტილება. მანვე, ეუთოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე საუბრისას, საქართველოც ახსენა - გამოვიდა მოწოდებით, რომ გაგრძელდეს კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობა. „საქართველოში კონფლიქტთან მიმართებით, გამოვიყენებთ ჟენევის პროცესს ნდობის აღსადგენად და ვიმუშავებთ საქართველოში ეუთოს სერიოზული წარმომადგენლობის აღსადგენად, “ - განაცხადა აჟუბალისმა. ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ასევე მოლდავეთის შესახებ მოლაპარაკების და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე.
XS
SM
MD
LG