Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონმდებლის თქმით, ირანელი ქალის სასიკვდილო განაჩენი გააუქმეს


ირანელი კანონმდებლის თანახმად, სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ირანელ ქალს, საქინე მოჰამადი-აშტიანის გამოუტანეს, გაუქმდა. მოჰამადი-აშტიანის ცოლქმრული ღალატისთვის ჩაქოლვით სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, რაც შარშან შეუცვალეს ჩამოხჩობით მისი ქმრის მკლელობასთან კავშირის გამო. ირანის "ისნას" სააგენტოს მოჰყავს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ზოჰრე ელაჰიანის წერილი ბრაზილიის ხელისუფლებისადმი, სადაც წერია, რომ აშთიანის ოჯახის თხოვნით, სასიკვდილო განაჩენი გაუქმდა. გაურკვეველია ჯერჯერობით, რატომ დაწერა წერილი კანონმდებელმა და არა იუსტიციის უწყებამ ან პრეზიდენტის ოფისმა. ბრაზილიამ ადრე თავშესაფარი შესთავაზა აშტიანის, რაც ირანმა არ მიიღო.
XS
SM
MD
LG