Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია გრძელდება


ტუნისის დედაქალაქში კვლავ იმართება საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან ახალ კაბინეტში განდევნილი პრეზიდენტის, ბენ ალის მომხრეთა შეყვანას. ტუნისში ათასამდე ადამიანი შეიკრიბა ქალაქის ცენტრში. ამავე პოზიციის მქონე ოთხმა მინისტრმა, რომლებსაც ოფიციალურად არ დაუწყიათ მუშაობა, ასევე დატოვეს მთავრობა. სამშაბათს მსგავსი აქცია პოლიციამ დაშალა. ოფიციალური მონაცემებით, ტუნისში 78 ადამიანი გახდა მსხვერპლი არეულობისა, რასაც ქვეყნიდან პრეზიდენტ ზინ ელ აბილინ ბენ ალის გაქცევა მოჰყვა. ქვეყნისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი ორ მილიარდ დოლარია.
XS
SM
MD
LG