Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ახლები” კობა სუბელიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ


პოლიტიკური გაერთიანება - ახალი მემარჯვენეები - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ დევნილთა გამოსახლების ძალადობრივი პროცესი და კრიზისული სიტუაცია მინისტრის არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. ამასთან, ”ახლებმა” ხელისუფლებას შეახსენეს მათ მიერ შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვით, დევნილთა ჩასახლება უნდა მომხდარიყო საქართველოს რეგიონებში დაცლის პირას მყოფ სოფლებში, კომპენსაციის შეთავაზებითა და გამართული საოჯახო მეურნეობის უზრუნველყოფით.
XS
SM
MD
LG